გაეროს გენერალური მდივანი ფუკუსიმაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი დღეს იაპონიის ქალაქ ფუკუსიმაში ჩავიდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულებთან შესახვედრად. ბან კი მუნი ერთ-ერთია უცხოელ უმაღლესი თანამდებობის პირთა შორის, ვინც 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ ფუკუსიმის ელექტროსადგურის ახლომდებარე ტერიტორიას ეწვია. დღეს ის იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ბან კი მუნი სექტემბერში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს იწვევს და მოელიან, რომ იაპონიაში ყოფნისას ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს გამკაცრდეს ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.