რუსეთის პრეზიდენტმა დუმაში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რუსეთის სამხედრო ბაზებზე შეთანხმებები შეიტანა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის შეიტანა შეთანხმებები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების მოქმედების რეგულაციის შესახებ. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, დოკუმენტებს ხელი გასულ წელს მოსკოვში მოეწერა. ამ შეთანხმებებით დგინდება სამხედრო ფორმირებების გამოყენების წესი რუსეთის, სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის დასაცავად.