ქუვეითმა და ბაჰრეინმა სირიიდან ელჩები გაიწვიეს

ქუვეითმა და ბაჰრეინმა სირიიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს, სირიის უსაფრთხოების ძალების მიერ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებზე სისხლიანი რეპრესიების გაგრძელების ფონზე. ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩი კონსულტაციის მიზნით გაიწვიეს. მან დასძინა, რომ სირიაში მიმდინარე სისხლისღვრა მისაღები ვერავისთვის იქნება. ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. კვირას სირიიდან ელჩი გაიწვია საუდის არაბეთმა და დაგმო ძალის გამოყენება პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ.