რუსეთში 11 ადამიანი შეიწირა სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნამ

კოლიმის რეგიონში, რომელიც აღმოსავლეთ რუსეთში მდებარეობს, 11 ადამიანი დაიღუპა სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ანტონოვ-12 ტიპის თვითმფრინავით 16 ტონა საკვები პროდუქტი გადაჰქონდათ მაგადანიდან ჩუკოტკაზე. თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც თვითმფრინავმა საავარიო დაშვება სცადა და რადარის მონიტორებიდან გაუჩინარდა. დაღუპული 11 ადამიანიდან ცხრა იყო ეკიპაჟის წევრი, ორი კი მგზავრი.