აგვისტოს ომის მესამე წლისთავი გორში

Your browser doesn’t support HTML5

აგვისტოს ომის მესამე წლისთავი გორში არაერთი ღონისძიებით აღნიშნეს. 2008 წლის ომის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შემდეგ, სოფელ შინდისში 17 ქართველი მებრძოლის სახელზე ჯვარი აღმართეს. ღონისძიებები გორში, ცენტრალურ მოედანზე ფოტოგამოფენით და ომის თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებით დასრულდა.