ინგუშეთში ოთხი ჩეჩენი სამხედრო მოკლეს

ინგუშეთის სუნჟის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატალიონ „ვოსტოკის“ ავტოკოლონას, რის შედეგადაც ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო შვიდი - დაიჭრა. მიღებული ცნობების თანახმად, თავდასხმა მოხდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. თავდამსხმელები ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული.