შენელდა გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპი

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აპრილსა და ივნისს შორის მონაკვეთში მკვეთრად დაეცა გერმანიის ეკონომიკის მისი ზრდის ტემპი. მოსალოდნელი ნახევარი პროცენტით ზრდის ნაცვლად, მან მხოლოდ 0,1 პროცენტს მიაღწია. ამ ცნობამ უარყოფითად იმოქმედა საფონდო ბირჟებსა და საერთოევროპულ ვალუტა ევროზე.