ქაბულში დღეს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლად თავს თალიბები აცხადებენ

თალიბებმა გამოაცხადეს თავი პასუხისმგებლად დღეს ქაბულის ცენტრში თვითმკვლელთა მიერ განხორციელებულ აფეთქებებზე, რომელსაც სულ ცოტა სამი ადამიანი შეეწირა, მათ შორის - ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ერთი აფეთქება ”ბრიტანეთის საბჭოს” კულტურის ცენტრთან მოხდა, მეორე კი გაეროს ერთ-ერთ ოფისთან. დღეს ავღანეთი 1919 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღეს აღნიშნავს.