რაჭაში სეისმურ მდგომარეობას შეისწავლიან

სეისმური მდგომარეობის შესასწავლად რაჭაში ჩავიდნენ სპეციალისტები, რომლებიც გასულ საღამოს მომხდარი მიწისძვრის შემდგომ ვითარებას დააკვირდებიან. 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრამ ამბროლაურის რაიონში ზოგიერთი სახლი დააზიანა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია მიწისძვრის შედეგებზე მოგვიანებით გავრცელდება, მას შემდეგ, რაც მუშაობას სპეციალური კომისია დაასრულებს.