კადაფის რეზიდენციასთან ბრძოლები მიმდინარეობს

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, სადაც მეამბოხეები არიან შესულნი, გრძელდება ბრძოლები მუამარ კადაფის რეზიდენციის შორიახლოს. მეამბოხეთა წარმომადგენელი იუწყება, რომ მათ კონტროლს ქვეშაა ქალაქის 80 პროცენტი, მას შორის მისი ცენტრალური ნაწილი. კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ დააკავეს კადაფის ორი შვილი, მათ შორის სეიფ ალ-ისლამი, რომელსაც კადაფის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ.