სირიაში უშიშროების ძალებთან შეტაკებებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების კიდევ ორი მონაწილე დაიღუპა, 15 ადამიანი დაიჭრა. სირიელ ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, ეს მოხდა დედაქალაქ დამასკსა და ქალაქ კაფარ-ნაბელში. დამასკში დაჭრილთა შორის არის მეჩეთის იმამი. გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე პოზიციები გაიყო. რუსეთი და ჩინეთი არ უჭერენ მხარს დასავლეთის ქვეყნების წინადადებას პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე.