ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც ბაღდადის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და ექიმები იტყობინებიან, ერთ-ერთ უდიდეს სუნიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი საღამოს ლოცვის შემდეგ აიფეთქა. დაღუპულთა შორისაა ერაყის პარლამენტის წევრიც. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.