ესტონეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ტომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს ტომას ჰენდრიკ ილვესი. ესტონეთში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. 57 წლის ილვესის კანდიდატურას მიემხრო 73 დეპუტატი, 25-მა კი მხარი დაუჭირა ინდრეკ ტარანდს, რომელიც ევროპის პარლამენტის წევრია. ესტონეთის პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ მის უფლებამოსილებაში შედის პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნა.