სტუმრად ჩვენს ეთერში: სოსო გოგილიძე

სოსო გოგელიძე

29 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გახდა ცნობილი. 31 აგვისტოდან კი 10 000-მდე დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეორადი განაცხადები შეიტანონ. სწორედ მეორადი ჩარიცხვების შედეგად გახდება ცნობილი სახელმწიფო გრანტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. ამ თემაზე საუბრობს ჩვენი სტუმარი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილიძე.