კოკოითიმ ანქვაბს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ალექსანდრ ანქვაბს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას კოკოითიმ ანქვაბს დაუდასტურა, რომ ცხინვალი პატივს სცემს აფხაზი ხალხის არჩევანს და მზად არის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის