კადაფის მომხრეებმა საომარი დანაშაული ჩაიდინეს მისრათაშიც

მუამარ კადაფის მომხრე ჯარებმა შესაძლებელია საომარი დანაშაული ჩაიდინეს მისრათაში ბრძოლების დროს. სხვათა შორის მათ ბრალად უყენებენ ბავშვების ფარად გამოყენებას. ამ დასკვნას აკეთებს ორგანიზაცია ექიმები უსაზღვრებოდ. აშშ-ი დაფუძნებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მას მიაწოდა ცნობები, მკვლელობის, გაუპატიურების, წამების, იძულებით დასაფლავების და უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. მისრათასთვის ბრძოლა სამ თვეს გაგრძელდა.