იემენის თავდაცვის მინისტრი უვნებელი გადაურჩა აფეთქებას

იემენის თავდაცვის მინისტრი, გენერალი მოჰამედ ნასერ აჰმედი უვნებელი გადაურჩა აფეთქებას, რომელიც დღეს მოხდა სამხრეთში მდებარე აბიანის პროვინციაში. ამ რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვს ალ-ყაიდას. აფეთქების შედეგად დაიღუპა მინისტრის ორი მცველი, დაიჭრა ოთხი.