ყირგიზეთში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავს

ყირგიზეთში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-20 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ბიშკეკში გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანა კეთილდღეობისაკენ მიიწევს და ყირგიზები სწორ არჩევანს გააკეთებენ წელს, შემოდგომისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბოლო ექვსი წლის მანძილზე ყირგიზეთმა მძიმე პოლიტიკური კატაკლიზმები გამოიარა და საპარლამენტო დემოკრატიად გარდაიქმნა.