ევროპის კავშირმა ლიბიის 28 კომპანიას სანქციები გაუუქმა

ევროკავშირმა გაადაწყვიტა, გაუუქმოს სანქციები ლიბიის 28 ეკონომიკურ ორგანიზაციას, მათ შორის ნავსადგურებს, ბანკებს, სანავთობო და გაზის მწარმოებელ ფირმებს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარიზში საერთაშორისო კონძფრენციის დაწყების წინ. მასზე, 60 ქვეყნის წარმომადგენლები მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ლიბიის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გარშემო მსჯელობენ. შეხვედრის დაწყებამდე რადენიმე საათით ადრე, რუსეთმა აღიარა ლიბიის გარდამავალი საბჭო, როგორც ამ ქვეყნის მმართველი უწყება.