უზბეკეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უზბეკეთმა დღეს აღნიშნა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 20 წლისთავი. ამ დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა პირობა დადო, რომ გაატარებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. მისივე თქმით, მას სურს, რომ უზბეკეთი იყოს მდიდარი და აყვავებული. ქარიმოვმა დასძინა, რომ ამ მიზნების მიღწევისთვის ის მზად არის თავი გაწიროს. საერთაშორისო უფლებადამცავი ჯგუფები ჩვეულებრივ აკრიტიკებენ უზბეკეთს უფლებადაცვის სფეროში ცუდი მდგომარეობის გამო.