ახალი ამბები გარდაიცვალა სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე სექტემბერი 02, 2011 თბილისში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე. რუსთაველის თეატრის ცნობილ მსახიობს 79 წელი 25 აგვისტოს შეუსრულდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად რამდენიმე დღის წინ, ინსულტის შედეგად გაუარესდა.