საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინასთან გამარჯვება მოიპოვა

დღეს, ლიტვაში, გაიმართა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტური, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა სძლია უკრაინის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 69:53. საქართველოს გუნდისთვის ეს იყო მნიშველოვანი გამარჯვება ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. საქართველოს გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, 14, და თორნიკე შენგელია, 12 ქულით.