სირიამ დამასკის ციხეში ”წითელი ჯვარი” შეუშვა

სირიამ დამასკის ციხეში ”წითელი ჯვარი” შეუშვა. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ამ ნაბიჯმა შეიძლება ხელი შეუწყობს ათასობით ადამიანის ბედის გარკვევას, ვინც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შეცვლის მიზნით მიმდინარე მოვლენების დროს დააკავეს. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა ძალებმა სირიის ტერიტორიაზე სულ ცოტა 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს იმისათვის, რომ ჩაახშონ დემოკრატიის მხარდამჭერი მოძრაობა და შეაჩერონ მოქალაქეთა თურქეთის ტერიტორიაზე გადინება.