ინდოეთში დააკავეს აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი

ინდოეთში პოლიციამ დააკავა სამი პირი, დელიში უზენაეს სასამართლოსთან მოწყობილ აფეთქებაზე დასაკითხად. აფეთქება ოთხშაბათს მოეწყო ბომბით, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან, ფოსტის ყუთში იყო დამონტაჟებული. დაიღუპა 11 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჰარკატ-ულ-ჯიჰადმა - ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტულმა ჯგუფმა, რომელიც პაკისტანსა და ბანგლადეშშია დაფუძნებული.