თბილისში ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალი იმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალს გამართავს. ღონისძიება 11-14 სექტემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ახალგაზრდა ამერიკელი პიანისტი სტივენ ბიუსი მიიღებენ. საფესტივალო კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, თელავსა და ქუთაისში გაიმართება.