ავღანეთში აფეთქებებს შაბათს 10 ადამიანი ემსხვერპლა

10 ავღანელი დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად ქვეყნის ორ ერთმანეთისაგან დაშორებულ რაიონებში. პირველი აფეთქება შაბათს შუადღეს მოხდა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მდებარე ბარმალის რაიონში, სადაც ოთხი მამაკაცი და ორი ქალი დაიღუპა. მეორე აფეთქება კი მოხდა ყუნდუზის პროვინციაში შაბათ ღამით, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.