გარდაიცვალა „ოსკარის“ მფლობელი კლიფ რობერტსონი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, „ოსკარის“ ლაურეატი კლიფ რობერტსონი შაბათ გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ერთი დღით ადრე კი მსახიობს 88 წელი შეუსრულდა. კლიფ რობერტსონი გადაღებულია 60 ფილმში. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მსახიობმა „ოსკარი“ 1968 წელს გადაღებულ ფილმ „ჩარლიში“ განსახიერებული, გონებრივად ჩამორჩენილი მამაკაცის როლისათვის მიიღო.