ლიბიაში კადაფის საგარეო დაზვერვის შეფი დააკავეს

როიტერსის სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული გარადამავალი საბჭოს მომხრეებმა ლიბიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი აბუზედა ომარ დორდუ დააკავეს. იგი კადაფის ერთ-ერთი ყველაზე თავგადაკლული მომხრე იყო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციით აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა ყოფილი ხელისუფლების კიდევ 22 პირის მსგავსად. დორდა ტრიპოლის ერთ-ერთ რაიონში კერძო სახლში დააპატიმრეს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით ნიგერში გაიქცა მუამარ კადაფის შვილი საადი კადაფი, რომელიც სეიფ ალი ისლამის მსგავსად, მამის რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე.