ამერიკაში ღარიბების რიცხვი გაიზარდა

აშშ-ში გასულ წელს დაფიქსირდა 46 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის მეექვსედი - რომლებიც ღარიბებად ითვლებიან. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს ყოველწლიურ მოხსენებაში. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1959 წლიდან - როდესაც ამერიკის სტატისტიკის უწყებამ მონაცემების შეგროვება დაიწყო. ამერიკაში ღარიბად ითვლება ადამიანი, რომლის ყოველწლიური შემოსავალი არ აღემატება 11139 დოლარს.