ნატოს გენერალური მდივანი სერბიას და კოსოვოს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი არ დაუშვებს ბალკანეთის რეგიონში ძალადობის დაბრუნებას. ეს მან კოსოვოსა და სერბიას შორის დაძაბულობის თაობაზე განაცხადა, რაც საზღვრის თაობაზე დაპირისპირებას მოჰყვა. რასმუსენმა ეს განაცხადა კოსოვოსში, პრიშტინაში ხანმოკლე ვიზიტის დროს. ხვალ კოსოვოს ხელისუფლება აპირებს სერბიასთან სადავო ორ გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე პოლიციის და მებაჟეების განთავსებას. კოსოვოს პრემიერ ჰაშიმ ტაჩისთან შეხვედრის შემდეგ რასმუსენმა თქვა, რომ საერთაშორისო კონტინგენტი თავისი მანდატის დაცვით დაამყარებს წესრიგს რეგიონში. ერთი კოსოვოელი პოლიციელი იქნა მოკლული ივლისში საზღვარზე, როცა კოსოვოს იქ თავისი კონტროლის დაწესებას ცდილობდა.