სირია აქებს რუსეთის „დაბალანსებულ მიდგომას“

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა დღეს შეაქო მოსკოვის „დაბალანსებული და კონსტრუქციული“ პოზიცია სირიასთან მიმართებით. მან ეს შეფასება გამოთქვა რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებაზე. რუსი კანონმდებლების მისია სირიას ეწვია დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებაში დასახმარებლად. რუსეთი განაგრძობს ასადის რეჟიმის მხარდაჭერას, მიუხედავად დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა, რომელმაც გაეროს მონაცემებით, მარტიდან მოყოლებული 2600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.