თბილისში იმყოფება ინტერპოლის გენერალური მდივანი

ინტერპოლის გენერალური მდივანი რონალდ ნოუბლი თბილისში იმყოფება. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ნოუბლის ოფიციალური ვიზიტი მიზნად რეფორმების გაცნობას ისახავს. სამინისტროს ცნობითვე, ინტერპოლის გენერალური მდივანი იმყოფებოდა პოლიციის აკადემიაში, გაეცნო მომსახურების სააგენტოს მუშაობას და საქართველოს შს-თა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა.