ჩინეთში წყალდიდობებმა 90 ადამიანი შეიწირა

ჩინეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობებმა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 20-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობები ერთ თვეზე მეტია გრძელდება. სტიქიური უბედურებების შედეგად მილიონზე მეტ ადამიანს მოუხდა სახლების დატოვება.