დიდ ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს

დიდ ბრიტანეთში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი. პოლიციის ცნობით ექვსივე მსხვილი კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში - ბირმინგემის რაიონში დააპატიმრეს. ოთხ დაკავებულს ბრალად ედება ტერორისტული აქტების მომზადება, ორს კი - ტერორისტების შესახებ ინფორმაციის დამალვა.