ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა ლეონიდ ლაკერბაიას

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ლეონიდ ლაკერბაიას აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ლაკერბაიას და მისი მთავრობის საქმიანობა ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღდგენას, მოსახლეობის კეთილდღეობას და მოსკოვისა და სოხუმის მეგობრული ურთიერთობის განვითარებას.