უკრაინაში 11 ოქტომბერს გამოაცხადებენ ტიმოშენკოს განაჩენს

სასამართლო 11 ოქტომბერს გამოაცხადებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს განაჩენს. ამის შესახებ დღეს განაცხადა კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, როდიონ კირეევმა. ტიმოშენკოს ადანაშაულებენ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რუსეთიდან გაზის ექსპორტზე შეთანხმებების გაფორმებისას. ის ბრალდებას უარყოფს და უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. ბრალდება ითხოვს ტიმოშენკოსათვის შვიდი წლით პატიმრობის მისჯას.