პაკისტანში მოკლეს 12 შიიტი

პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, სულ ცოტა, 12 ადამიანი მოკლეს იერიშისას, რომელიც, როგორც ჩანს, მიმართული იყო შიიტების წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში. თავდასხმა მოეწყო დღეს, ბალუჩისტანის პროვინციის დედაქალაქ კუეტაში. როგორც იუწყებიან, შიიტები ავტობუსში ისხდნენ, როცა სროლა დაიწყო. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა ამ იერიშზე. პაკისტანის მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტი მუსლიმები შეადგენენ.