საბერძნეთში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის

საბერძნეთის პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების ნაწილის წინააღმდეგ. ათენში დღევანდელი სააპროტესტო გამოსვლის ეს ნაწილი ქვებს ისროდა მაშინ, როცა ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საყოველთაო გაფიცვაში, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის გეგმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ხარჯების დაზოგვით საბერძნეთის მთავრობა ცდილობს დეფოლტის თავიდან აცილებას. პოლიციის მონაცემებით, ათენში 20 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში.