ავღანეთის ჩრდილოეთში აფეთქებამ ახალგაზრდა იმსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთში, ფაბიარის პროვინციაში თვითმკვლელ ტერორისტს პროვინციის დაზვერვის სამსახურის უფროსზე - გენერალ საიედ აჰმად სადათზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ბავშვი. თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გენერლის თანმხლები მანქანის ახლოს აამოქმედა. გენერალი და მისი ოთხი პირადი მცველი დაიჭრნენ.