არაბულენოვანი ტელეარხი ადასტურებს კადაფის ვაჟის დაღუპვის შესახებ ცნობას

არაბულენოვანმა არხმა Al-Rai-მ, რომელიც დამასკიდან მაუწყებლობს და ლოიალურად არის განწყობილი მუამარ კადაფის მიმართ, დაადასტურა კადაფის უმცროსი ვაჟის - ჰამისის დაღუპვის შესახებ ცნობა. მანამდე ცნობა ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ გაავრცელა. ჰამის კადაფი ელიტური სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობდა. ის და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამად აბდულა ალ-სენუსი ტრიპოლიდან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქ ტარჰუნაში მიმდინარე ბრძოლისას 29 აგვისტოს მოკლეს. გუშინ ლიბიის ახალი მმართველობის ძალები ბანი ვალიდის ცენტრისკენ შეიჭრნენ. კადაფის მხარდამჭერი ძალები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.