გარდაიცვალა რამაზ ჩხიკვაძე

მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა შესრულებული ქართულ კინოსა და თეატრში. რამაზ ჩხიკვაძეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით. გამოსვენების ცერემონია რუსთაველის თეატრში ჩატარდება. რამაზ ჩხიკვაძეს 22 ოქტომბერს დაკრძალავენ.