რუსეთის ინტერნეტი – სტაგნაციაში მყოფ მედია-გარემოს ცვლის

განვაგრძობთ რეპორტაჟების ციკლს რუსეთში რეპრესიული მედია გარემოს შესახებ. ამჯერად ვისაუბრებთ ინტერნეტსა და სოციალურ მედიაზე, რომელიც რუსეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ახალ თაობას საშუალებას აძლევს, თავი დააღწიოს სახელმწიფო ტელევიზიებისა და პროპაგანდის გავლენას.

როდესაც 2004 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაზე თავდასხმა მოხდა, ყაზანელი გოგონა სვეტლანა პრივალოვა უძლური იყო, რაიმეთი დახმარებოდა უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მაგრამ, როდესაც ცოტა ხნის წინ მდენარე ვოლგაზე ხომალდი „ბულგარია“ ჩაიძირა, სვეტლანას ბევრი არ უფიქრია, მეყსეულად შეუერთდა დახმარების ჯგუფს, რომელიც 40 დღის განმავლობაში მართავდა სამგლოვიარო ცერემონიებს და მზად იყო, დახმარებოდა კატასტროფის შედეგად დაობლებულ ბავშვებს.
რუსეთში კი „იუტუბი“ არის სივრცე, სადაც ნახავთ ვიდეოებს პოლიციის კორუფციისა და მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სინამდვილეში, „იუტუბი“ არის მნიშვნელოვანი საინფორმაციო არხი...

„ეს საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა იმ მიზნით, რათა ერთად დავმდგარიყავით, გავერთიანებულიყავით და დავხმარებოდით, რადგან მათი გარდაცვალების დღიდან, ჩვენ 40 დღის განმავლობაში ვმართავდით სპეციალურ ღონისძიებებს ხსოვნის პატივსაცემად, მაგრამ ხელისუფლებას არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს, არც კი გამოგვხმაურებია. ეს იყო მთლიანად ხალხის, მოსახლების, რიგითი ადამიანების ინიციატივა“.

მაგრამ რა შეიცვალა ამ შვიდ წელიწადში, ბესლანის ტრაგედიიდან „ბულგარიის“ ჩაძირვამდე? შეიცვალა ის, რომ სვეტლანა პრივალოვა დამოუკიდებელი ახალგაზრდა ქალი გახდა, ჰყავს შვილი, ხოლო რუსეთში, სადაც მედიაგარემოში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ სატელევიზო არხები დომინირებდნენ, რიგითი ადამიანები სულ უფრო ფართოდ იყენებენ სწრაფად მზარდ ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად.

ვადიმ ნიკიტინი, პოპულარული ინტერნეტ-საიტ „რუნეტის“ ბლოგერია. მისი თქმით, სოციალურმა ქსელმა, ბლოგებმა და ვიდეოს გაზიარებამ რუსეთის მოქალაქეებს მისცა უპრეცედენტო შესაძლებლობა, გათავისუფლდნენ ყოვლისმომცველი პოლიტიკური დებატებისაგან და მარტივად გადაერთონ „რეალური ცხოვრების პრობლემებზე“.
მამაჩემი და 60 წელს მიღწეული ბევრი მისი მეგობარი იყენებენ ინტერნეტს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ ისწავლეს სკაიპის ხმარება, იმეილის გაგზავნა და სხვ...

„დასავლეთში „იუტუბი“ არის სივრცე, სადაც ფისოებზე მომზადებული ვიდეოები ქვეყნდება. რუსეთში კი „იუტუბი“ არის სივრცე, სადაც ნახავთ ვიდეოებს პოლიციის კორუფციისა და მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სინამდვილეში, „იუტუბი“ არის მნიშვნელოვანი საინფორმაციო არხი, სადაც ფართოდ წარმოდგენილია სამოქალაქო აქტიურობა. და ის, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესსა და დისკუსიაში მონაწილეობის სურვილს იწვევს, რიგითი ადამიანების ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხებია“.

თუმცა, ეგვიპტის რევოლუციის სცენარი, როდესაც საპროტესტოდ განწყობილი ახალგაზრდები სოციალურ ქსელს მმართველი რეჟიმის დასამხობად იყენებდნენ, შეუძლებელია რუსეთში. როგორც ნიკიტინი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო აქტიურობა რუსეთში ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია, ინტერნეტს შეუძლია იამაყოს იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს ყველა თაობის ადამიანს ერთმანეთისაგან მოიხმარონ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ.

„მამაჩემი და 60 წელს მიღწეული ბევრი მისი მეგობარი იყენებენ ინტერნეტს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ ისწავლეს სკაიპის ხმარება, იმეილის გაგზავნა და სხვ. და მამაჩემიც შედის “გაზეტა. რუში”, კითხულობს ნავალნის ბლოგს, უსმენს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” და ეცნობა ლიბერალურ-ოპოზიციურ გაზეთებს. ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ პოლიცია კორუმპირებულია, ხოლო მთელი მთავრობა – კლეპტოკრატიული. მაგრამ რა შეუძლია, ვთქვათ, მურმანსკის მცხოვრებს დაუპირისპიროს მთავრობას, აბსტრაქტული გაგებით? როდესაც ადამიანების თვალწინ არის რეალური ცხოვრებისეული სიტუაციები, რომლებიც მათზე გავლენას ახდენენ, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ისინი ჩაერთონ და გამოიყენონ ინტერნეტი, როგორც პროტესტის საშუალება“.