ტუნისის არჩევნებში გაიმარჯვა ზომიერმა ისლამისტურმა პარტიამ

ტუნისში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების ნაწილობრივი ოფიციალური შედეგების თანახმად, გაიმარჯვა ზომიერმა ისლამისტურმა პარტია „ენაჰდამ“; თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი ხმების რაოდენობა მან, როგორც ჩანს, ვერ მიიღო. კვირას გამართული არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც „არაბული გაზაფხულის“ შედეგად ქვეყანაში დიქტატურა დაემხო. კენჭისყრაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა - 90 პროცენტი. ეს არჩევნები დააკომპლექტებს ასამბლეას, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა მოამზადოს. საკანონმდებლო ორგანო აირჩევს ახალ დროებით მთავრობას და დროებით პრეზიდენტს, რომლებიც ქვეყანას 2013 წლის არჩევნებამდე უხელმძღვანელებენ.