ავღანეთში აფეთქების შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ავღანეთის ჩრდილოეთში საწვავით დატვირთული ორი ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ავტოცუსტერნები დანაღმული იყო. პასუხისმგებლობა თავზე არავის აუღია.