დღეს გაიმართება ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების შეხვედრა

დღეს სტამბულში გაიმართება ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების, ჰამიდ კარზაისა და ასიფ ზარდარის პირისპირ შეხვედრა. მასპინძელი თურქი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების მეშვეობით, მხარეები შეწყვეტენ ერთმანეთისათვის ბრალდებების წაყენებას ექსტრემისტების თავდასხმებთან დაკავშირებით. ავღანელი ოფიციალური პირები პაკისტანის დაზვერვის სამსახურს ადანაშაულებენ თალიბანისა და მისი მოკავშირე მეამბოხეების, ჰაკანის ქსელის მხარდაჭერაში.