დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სენატორებთან ჯონ მაკკეინთან, როი ბლანტსა და მარკ ბეგიჩთან დავით ბაქრაძის შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება ამერიკელ კონგრესმენებს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს და მოხსენებით წარსდგება მარშალის ფონდსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლაში, სადაც საქართველოში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრებს.