ჰაჯი: რის ჩაცმა (არ) შეიძლება მექაში
თითქოს მოდა ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს მუსლიმ მომლოცველს ჰაჯის პერიოდში. მაგრამ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წმიდა ქალაქ მექაში მომლოცველობისას, რაც ყოველმა შემძლე მუსლიმმა უნდა შეასრულოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
ბევრისთვის ჰაჯი იწყება ასეთ ადგილას, როგორიც ეს სამკერვალოა გროზნოში. როცა მორწმუნეები მომლოცველობის აღთქმას დებენ და საგანგებო სამოსს, იჰრამს იცვამენ, ითვლება, რომ ჭეშმარიტად მაშინ იწყება ჰაჯი.
ქაბულში ხელისუფლების მიერ მომზადებული მასწავლებლები მომლოცველებს ეხმარებიან ჰაჯის რთული რიტუალის ათვისებაში, როგორიცაა, მაგალითად, სწორი მოძრაობა და ლოცვათა სწორი თანმიმდევრობა კონკრეტულ წმიდა ადგილებზე. ასევე ისინი მომლოცველებს ავარჯიშებენ იჰრამის ჩაცმაშ
ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში მომლოცველები მშობლიურ მხარეს ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილები ემშვიდობებიან. ჰაჯი ხშირად თამაშობს ერთი ეროვნების მუსულმანთა შემაკავშირებელ როლს. ამ სურათზე აღბეჭდილი არიან ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თურქმენი გოგონები.
ზოგ ქალს საკუთარი ქვეყნის ეროვნული დროშაც კი აქვს გამოსახული თავშალზე ან ხელჩანთაზე. სურათზე: ავღანელი ქალები ქაბულიდან საუდის არაბეთში მიმავალ თვითმფრინავში ადიან.
ქალებს შეუძლიათ მამაკაცებისით სახის დაუფარავად იმოგზაურონ. ჰაჯის დროს ყველა თანასწორია და თანასწორად დღესასწაულობს.
ჰაჯის დროს მრავალი მომლოცველი თავს იპარსავს, ქალები კი კულულებს იჭრიან, რაც მსხვერპლშეწირვის ტრადიციული სიმბოლოა.
მიყათის რიტუალი გულისხმობს განბანას და ტანსაცმლის გამოცვლას საამისოდ განკუთვნილ ადგილებში. მაგრამ ვინც საუდის არაბეთში თვითმფრინავით ჩადის, მისთვის უფრო მოსახერხებელია, ეს რიტუალი გაფრენამდე შეასრულოს.
მომლოცველებისთვის, კერძოდ მამაკაცებისთვის, რეკომენდებულია, არ ჩაიცვან ფეხსაცმელი, რომელიც მთლიანად ფარავს ფეხს. ჰაჯისთვის უფრო სასურველია სანდლების ხმარება. სურათზე: მუსლიმი მომლოცველები მექადან მიემართებიან მინაში, სადაც ლოცვას აღავლენენ და დაბანაკდებიან
ჰაჯის დროს თეთრი - სიწმინდის ფერი - ყველაზე უფრო გავრცელებული ფერია მომლოცველთა შორის. სურათზე: მორწმუნეები მექას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე არაფატის მთაზე - მრავალთაგან ერთ-ერთ წმიდა ადგილზე, რომელთა მოხილვა ევალებათ მუსლიმებს მომლოცველობის დროს.