ნიკარაგუაში საყოველთაო არჩევნები ტარდება

ნიკარაგუაში საყოველთაო არჩევნები ტარდება. კენჭისყრა ჯერჯერობით ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. არჩევნების შედეგად გამოვლინდება ქვეყნის ახალი პრეზიდენტიც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, მემარცხენე სანდინისტური ფრონტის ლიდერს, დანიელ ორტეგას, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ გაყალბების შიში აქვთ.