ანდერს ფოგ რასმუსენმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს

დღეს ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ქართველ ჯარისკაცებს, მათ შორის ავღანეთიდან გამთენიისას დაბრუნებული, 33-ე ბატალიონის 119 სამხედრო მოსამსახურეს მიმართა. ანდერს ფოგ რასმუსენმა მათ მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და განაცხადა, რომ ავღანეთში მიმდინარე ურთულესი ოპერაციის მონაწილე ქართველი სამხედროები საკუთარ მოვალეობას ბრწყინვალედ ასრულებენ.