მიწისძვრის მსხვერპლი თურქეთში 32-მდე გაიზარდა

32-მდე გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთის აღმოსავლეთში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. დაღუპულთა შორის ორი ჟურნალისტიცაა, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „დოღანში“ მუშაობდნენ. მათი გვამები წუხელ ამოიყვანეს მაშველებმა დანგრეული სასტუმროს ნანგრევებიდან. 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ედრემიტში მდებარეობს. მოხერხდა 30 ადამიანის ცოცხლად გადარჩენა, რომლებიც მიწისძვრის შედეგად სხვადასხვა შენობებში აღმოჩნდნენ მომწყვდეულნი.